
ხოსე მუხიკა გარდაიცვალა – რა ქონებას ფლობდა მსოფლიოს ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი?
ურუგვაის ყოფილი პრეზიდენტი, ხოსე მუხიკა, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ქვეყანას 2010-2015 წლებში მართავდა და, ცხოვრების მოკრძალებული სტილის გამო, მსოფლიოში ცნობილი იყო, როგორც “უღარიბესი პრეზიდენტი”. პოლიტიკოსის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის, იგი ბოლო წლებში საყლაპავი მილის კიბოს ებრძოდა. ლათინურ ამერიკაში მუხიკა ცნობილი იყო კონსუმერიზმისადმი თავისი კრიტიკითა და რეფორმებით, რომლის ფარგლებშიც ურუგვაი პირველი ქვეყანა გახდა