
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის უფლების აღება მკაცრდება. კერძოდ, თუ უცხოეთის მოქალაქეს აქამდე შეეძლო, საქართველოში 100 ათას დოლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება შეეძინა და ამით ერთი წლით საქართველოში ბინადრობის უფლება მიეღო, ახლა ეს ზღვარი 150 ათას დოლარამდე გაიზრდება . “პირველი საკითხია, ის რომ მიმდინარე კვირაში მესამე მოსმენით მივიღებთ კანონს