
“ოცნებამ” კანონი მიიღო, რომლითაც მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტის მიღება იკრძალება
ერთპარტიულმა პარლამენტმა 82 ხმით ნულის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით მიიღო “გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაცია უცხოურ გრანტს ვერ მიიღებს, თუ მას არ ექნება „მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა“. დონორი ორგანიზაცია ვალდებული იქნება წარადგინოს ხელშეკრულების პროექტი. „გრანტების შესახებ“ კანონში ჩნდება „აკრძალული გრანტის“ ცნება – ანუ დონორის მიერ ორგანიზაციის დაფინანსება, თუ მას არ