
მსოფლიოში პირველად, ჩინეთში 10G ინტერნეტი გაუშვეს
ჩინეთმა მსოფლიოში პირველი, კომერციული 10G ფართოზოლოვანი ინტერნეტი დანერგა და მომდევნო თაობის ინტერნეტინფრასტრუქტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა – ამის შესახებ უცხოური მედია იტყობინება. 10G ინტერნეტქსელი ხებეის პროვინციაში, სუნანის ოლქში ამოქმედდა, სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ტელეკომ ოპერატორის, China Unicom-ისა და ტექკომპანია Huawei-ის საერთო ინიციატივის ფარგლებში. მათი ინფორმაციით, სისტემა 50G პასიური ოპტიკური ქსელის (PON) ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, რაც დრამატულად ზრდის