
ფაქტორინგის ინსტრუმენტი ბიზნესს საბრუნავი საშუალებების გაჩენის შესაძლებლობას მისცემს – ლაშა რიჟამაძე ბაზარზე ახალი ფინანსური ინსტრუმენტის ხელმისაწვდომობისთვის საკანონმდებლო ჩარჩო იქმნება. პარლამენტის კომიტეტებში ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მთავრობის მიერ დამტკიცებული “ფაქტორინგის შესახებ” კანონპროექტის განხილვები დაიწყო, რაზედაც დაახლოებით 7 წელია მიდიოდა მუშაობა. ფაქტორინგი, ეს არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობით მაგალითად, ბანკს შეუძლია, თავისი კლიენტის დებიტორული დავალიანება იყიდოს