
აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის განცხადებით, კლიმატის ცვლილების კვლევასთან დაკავშირებით პრინსტონის უნივერსიტეტში მიმდინარე პროექტებს ადმინისტრაცია $4-მილიონიან დაფინანსებას უჩერებს. დეპარტამენტი აღნიშნულ პროექტებს განცხადებაში “ნარატივად” მოიხსენიებს და წერს, რომ კლიმატთან დაკავშირებული პროგრამები ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტებთან თანხვედრაში აღარაა. შესაბამისად, უნივერსიტეტს ამ მიმართულებით დაფინანსება 2025 წლის 30 ივნისიდან შეუწყდება. “პრინსტონისთვის” დაფინანსების შეწყვეტას წინ უძღოდა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გრანტების შემცირება ფედერალური სააგენტოებისთვის