
მიუღებელია ზოგიერთი აქტორის მხრიდან ეუთო-ს ვიწრო ინტერესებისთვის გამოყენების მცდელობები – მაკ
“ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ საქართველო ბოლო პერიოდში ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში საგარეო ჩარევების ღია მცდელობების თვალსაჩინო მაგალითი გახდა. მან ამის შესახებ ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, მიუღებელია ზოგიერთი აქტორის მხრიდან ეუთო-ს ინსტიტუტების პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენების მცდელობები. „საქართველო პატივს სცემს ეუთო-ს დამოუკიდებელ ინსტიტუტებს.