
როდის დაიწყება “ფიგურები გონიოს” მშენებლობა? – საინვესტიციო ღირებულება $25 მლნ-ზე მეტია
“იბერკომპანი ჰოლდინგში” შემავალი “ფიგურები დეველოპმენტი” გონიოში აპარტოტელს ააშენებს, რომლის საინვესტიციო ღირებულებაც $25 მილიონ დოლარს აღემატება,” – ამის შესახებ BMG-ს ჰოლდინგის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან დიასამიძემ ისაუბრა. “ბიზნესის კვირეულის” ეთერში კომპანიის CEO პროექტის განხორციელების ვადებსაც შეეხო. “ჰორიზონტალურ დეველოპმენტში გვაქვს ერთ-ერთი პროექტი, გონიოში, ზღვის სანაპიროზე, სადაც ასევე ვცდილობთ, გამორჩეულად გავაკეთოთ საქმე. ეს პროექტი საინვესტიციო ღირებულებით დაახლოებით 25-27 მილიონი