
2024 წელს ბიზნესი ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს ₾1.2 მილიარდის გადასახადზე ედავებოდა
ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს გასულ წელს ჯამში 2 547 საჩივრით მიმართეს. 2023 წელთან შედარებით საჩივრების რაოდენობა 11%-ით შემცირდა. ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს ჯამში საბჭოს 72 სხდომა ჩატარდა, სადაც თითქმის 1.2 მილიარდი ლარის საგადასახადო დავა განიხილეს. 2023 წელთან შედარებით 134 მლნ ლარით გაიზარდა სადავო თანხის მოცულობა. შესული საჩივრებიდან საბჭომ 2 356 საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება. მიღებული გადაწყვეტილებებით