
სამოქალაქო საზოგადოებისთვის ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა თითქმის პარალიზებულია – ჰერჩი
ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა თითქმის პარალიზებულია იმ კანონმდებლობის გამო, რომელიც საქართველოში მიიღეს. ამის შესახებ ელჩმა “ბათუმელებთან” ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, საუბარია ე.წ. გამჭვირვალობის კანონსა და “ქართულ FARA“-ზე. როგორც ჰერჩინსკი ამბობს, ეს ევროკავშირის ფინანსურ დახმარებას დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს. “უკვე რამდენიმე თვეა, გადავწყვიტეთ, აღარ გავაგრძელოთ მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების მიმართ.