
78-ე მუხლი: შემაშფოთებელია, საჯარო სამსახურში შოუბიზნესის წარმომადგენლების ფიქტიური დასაქმები
„საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ გამოხატავს შეშფოთებას საჯარო უწყებებში ფიქტიური დასაქმების პრაქტიკისა და საბიუჯეტო რესურსების არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ. ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ხელმისაწვდომი დოკუმენტაციის მიხედვით ასეულობით ათასი ლარი იხარჯება იმ პირთა ანაზღაურებაში, რომლებიც რეალურად არ ასრულებენ სამუშაო ფუნქციებს. ფიქტიური დასაქმება: შოუბიზნესის წარმომადგენლები საჯარო სამსახურში კავშირის წარმომადგენლებმა გააკეთეს აქცენტი იმაზე, რომ საუბარია ძირითადად