
კონკლავის პირველ დღეს რომის პაპი ვერ აირჩიეს
კონკლავის პირველ დღეს კარდინალებმა ახალი პაპის არჩევა ვერ შეძლეს – სიქსტის კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამურიდან შავი ბოლი ამოვიდა. ისინი ახლა სანტა მარტას რეზიდენციაში დაბრუნდებიან, სადაც იზოლაციაში იქნებიან კონკლავის (კენჭისყრის) მეორე დღემდე, რომელიც ხვალ იქნება. აღსანიშნავია, რომ საუკუნეების განმავლობაში არცერთი პაპი არ იყო კონკლავის პირველ დღეს არჩეული, ამიტომ კენჭისყრა შესაძლოა რამდენიმე დღე გრძელდებოდეს, სანამ ერთ-ერთი კარდინალი