
ტურისტული ბაზრების სეგმენტის ცვლილებამ საოპერაციო მიმართულებების გადახედვა განაპირობა – “მაქმანი ვუდი” ტურისტული ბაზრების ცვლილებამ საოპერაციო მიმართულებების გადახედვა განაპირობა. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ქართული ბრენდი “მაქმანი ვუდის” თანადამფუძნებელმა, თამთა ჭოჭუამ ისაუბრა. მისი შეფასებით, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად არის ტურისტების ხარისხი დაქვეითებული. უფრო კონკრეტულად, შემცირებულია ევროპელი და ამერიკელი ტურისტების რაოდენობა. ამის პარალელურად, გაზრდილია აზიელი ტურისტების რიცხვი.