
რატომ არ დაპატიჟეს “ოცნება” ვარშავაში? – გერმანიის ელჩის პასუხი
იმის გამო, რომ ევროკავშირმა გასულ ივნისში გადაწყვიტა, შეაჩეროს მაღალი დონის კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან, თუ ის არ გადაწყვეტს მიმდინარე კრიზისს, – ასე უპასუხა საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა ჟურნალისტების შეკითხვას ვარშავაში საქართველოს არ მიწვევასთან დაკავშირებით. საქმე ისაა, რომ 8 მაისს, ვარშავაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს არაფორმალურ სხდომაზე, საქართველოს გარდა გაერთიანების წევრობის ყველა კანდიდატი ქვეყანა მიიწვიეს. კითხვაზე