
ობიექტების 70-80% ოქტომბრიდან აპრილამდე დახურულია – „ქართული სტუმარმასპინძლობის ფონდი”
„ქართული სტუმარმასპინძლობის ფონდის“ დამფუძნებელი, ანა კოშაძე BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ სტუმარმასპინძლობის სექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ოქტომბრიდან აპრილის ჩათვლით, მცირე ბიზნესების 80%-მდე დახურულია. მისივე თქმით, დახურულ ობიექტებს შორის არა მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებში არსებული ტურისტული ობიექტები, არამედ მაგალითად კახეთის რეგიონში არსებული ბიზნესებიც არიან, რომლებსაც შემცირებული ტურისტული ნაკადების ფონზე, ოპერირება გაუჭირდათ. „სამწუხაროდ, საქართველოში კრიზისი და