ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი 20 წლის გახდა

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი 20 წლის გახდა

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) წელს დაარსებიდან მეოცე წლისთავს აღნიშნავს. ორი ათწლეულის განმავლობაში უნივერსიტეტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ტრანსფორმაციაში, დასავლური საგანმანათლებლო სტანდარტების დანერგვასა და კვალიფიციური კადრების აღზრდაში. GAU დღეს უკვე ხუთი სკოლით, 19 პროგრამით და სამი ათასამდე სტუდენტით, ასობით ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორით და უამრავი მხარდამჭერითა და მეგობრით არის ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი აკადემიური სივრცე.

Read More