
Hotel Collection International საქართველოს ბაზარზე ფართოვდება – რას გეგმავს კომპანია?
სასტუმროების საერთაშორისო მმართველი კომპანია Hotel Collection International საქართველოს ბაზარზე ფართოვდება და ახალ ობიექტებს იმატებს. ამის შესახებ კომპანიის რეგიონალურმა დირექტორმა, ქეთევან მიქაშავიძემ BM.GE-სთან ისაუბრა. კერძოდ, მიქაშავიძის განცხადებით, კომპანია მორიგი სასტუმროს გახსნას კახეთის რეგიონში გეგმავს. ამასთან, როგორც ის ამბობს, პანდემიის პერიოდში შეჩერებული პროექტები ეტაპობრივად აქტიურ ფაზას უბრუნდება. “მიმდინარე წელს, კახეთის რეგიონში სასტუმროს გახსნას ვგეგმავთ. ასევე სასიხარულოა, რომ