
საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს – პროკურატურა
“საქართველოს პროკურატურამ, საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე, ორი პირი დააკავა”, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებულებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების და მასალის შეუფერხებლად გადაადგილების მფარველობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთ ხელმძღვანელს ქრთამის სახით 5000 ლარი შესთავაზეს, ხოლო შემდგომი უკანონო საქმიანობის მფარველობისთვის, სისტემატურად, 2000 ლარს დაპირდნენ.