
ქუთაისქალაქობა 2025 – წელს, დღესასწაულს თიბისიც უერთდება
გვირილობის საგაზაფხულო დღესასწაულში, რომელიც ქუთაისში ყოველწლიურად იმართება, წელს, მონაწილეობას თიბისიც მიიღებს და შევეცდებით, ადგილობრივებს ეს დღე უფრო გავულამაზოთ. ქუთაისელები ხომ გვირილობას განსაკუთრებული სიამაყით აღნიშნავენ. ეს მხოლოდ ერთი დღე არ არის – ეს მოგონებებია ბავშვობაზე, მეგობრობაზე, ერთგულებაზე და გაზაფხულზე, რომელიც ქალაქში ყოველთვის ცოტა ადრე შემოდის. არაფერი სჯობს გაზაფხულზე ქუთაისს. გვირილობა ხომ ბუნების, ქალაქის და ხალხის დღესასწაულია.