ვაკის რაიონში, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების რეაბილიტაციის გამო, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა. სარეაბილიტაციო არეალი ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან წყნეთის გზატკეცილის N6-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს, სადაც 22 მაისის 00:00 საათიდან ოთხი თვის განმავლობაში, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების გამო ცვლილებები შევიდა, როგორც კერძო, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაში. კერძოდ, მიხეილ თამარაშვილის გამზირისა

Read More