
ბოლო 10 წელიწადში ღვინის სექტორი სტაბილურად მზარდია – როგორია მაჩვენებლები?
ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში ღვინის სექტორი სტაბილურად მზარდია. ამის შესახებ სებ-ის მიერ ჩატარებულ ალკოჰოლური სასმელების სექტორის კვლევაშია აღნიშნული. კვლევის თანახმად, წინასწარი მონაცემებით, გასულ წელს ღვინის მწარმოებელი კომპანიების ბრუნვა 1.1 მლრდ ლარს აჭარბებდა, რაც მეტია 2023 წელს დაფიქსირებულ 1.09 მლრდ ლარზე. 2014-2023 წლებში ბრუნვის საშუალო წლიური ზრდა 11.6% იყო. ბრუნვა საშუალოდ ერთ მოქმედ ღვინის საწარმოზე