
“ღვინის გზით, მალხაზ ხარბედიას კვალდაკვალ” – 21 ივნისს ცქრიალა ღვინის ფესტივალი გაიმართება
21 ივნისს, “ღვინის კლუბის” ორგანიზებით, ცქრიალა ღვინის რიგით მესამე ფესტივალი მთაწმინდის პარკში ჩატარდება. როგორც ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნათია გაჩეჩილაძე BMG-სთან აღნიშნავს, ღონისძიება კლუბ “ანდერვილში” ჩატარდება, სადაც თავს 32 მცირე და დიდი კომპანია მოიყრის. “ფესტივალი 12:00-დან 19:00 საათამდე უმასპინძლებს ყველას – ღვინის პროფესიონალებს, მოყვარულებს და ენთუზიასტებს, რომლებსაც აინტერესებთ ყველაფერი ქართული ღვინის შესახებ. ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს შეეძლებათ