
“ზესხოჰესის” მშენებლობა ერთ წელიწადში დაიწყება, ინვესტიცია $33-35 მილიონია – გიორგი მარგებაძე
ლენტეხის მუნიციპალიტეტში, „ზესხოჰესის“ მშენებლობა, დაახლოებით, ერთ წელიწადში დაიწყება. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ინვესტორი კომპანია „ჰაიდრო ინვესტ ჯი ეის“ დირექტორმა გიორგი მარგებაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრეა 20 მგვტ-ია, ხოლო საინვესტიციო ღირებულება $33-დან 35 მილიონ დოლარამდე იქნება. გიორგი მარგებაძე იმედოვნებს, რომ გენერაციის ახალი ობიექტების აშენება ლენტეხის მუნიციპალიტეტს გამოაცოცხლებს და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.