
იტალია-საქართველოს სავაჭრო პალატა 19 ივნისს პირველ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს
იტალია – საქართველოს სავაჭრო პალატას დაფუძნებიდან 4 თვის შემდეგ, 19 ივნისს ორგანიზაცია წევრ კომპანიებთან ოფიციალურ შეხვედრას გეგმავს. ორგანიზაცია კერძო სექტორის ინიციატივით შეიქმნა და მისი მიზანი, ბიზნესებს შორის კომუნიკაციის გამარტივება, პრობლემების გადაჭრაში დახმარება, საინფორმაციო პლატფორმების შექმნა და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაა. იტალია-საქართველოს სავაჭრო პალატის თანადამფუძნებელი, მარტა იმანეო BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ საუბრისას აცხადებს, რომ 3 წლის