ფოლადის მწარმოებელი ინდუსტრიის ერთ-ერთმა ლიდერმა კომპანია „ჯეოსთილმა“ მედიის წარმომადგენლებს საქართველოში 15-წლიანი წარმატებული საქმიანობის შედეგები და მიღწევები გააცნო. სპეციალურად მედიისთვის გამართული პრეზენტაციისას ჟურნალისტები „ჯეოსთილის“ ისტორიის, განვითარებისა და წარმატების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მოისმინეს. კომპანია „ჯეოსთილი“ იყო პირველი კომპანია, რომელმაც პოსტსაბჭოთ პერიოდში საქართველოს ფოლადის ინდუსტრიის აღდგენას დაუდო სათავე, დაიწყო ფოლადის წარმოება, თანამშრომლების მომზადება

Read More