
“ქართველი ტურისტი ევროპული ბიზნესისთვის საინტერესო არ არის” – ტუროპერატორი
ტუროპერატორი სოფო დარბაიძე მიიჩნევს, რომ ქართველი ტურისტი ევროპული ბიზნესისთვის საინტერესო არ არის, რის გამოც ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნება საქართველოს ინტერესებში უფროა, ვიდრე – ევროკავშირში. ამის შესახებ ტურისტული კომპანია “მილქი ვეის” დამფუძნებელმა “საქმიანი დილას” ეთერში, ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით ისაუბრა. ცნობისთვის, ევროკავშირი გეგმავს, წლის ბოლომდე გაამკაცროს ვიზალიბერალიზაციის გაუქმების მექანიზმი იმ 61 ქვეყნისთვის, რომელთანაც უვიზო რეჟიმი აქვს გახსნილი. მათგან