
შვედეთში აშშ-ის საელჩო ამერიკელებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს
შვედეთში აშშ-ის საელჩო ამერიკელებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ამერიკელებს შესაძლოა, საფრთხე ემუქრებოდეთ. „ირანი შესაძლოა, ზეწოლას ახდენდეს ადგილობრივ კრიმინალურ ჯგუფებზე, მათ შორის Foxtrot-ზე, რათა თავდასხმა განახორციელონ შვედეთში ამერიკისა და ისრაელის ინტერესების წინააღმდეგ“, – აღნიშნულია განცხადებაში. მარტში აშშ-ის მთავრობამ სანქციები დაუწესა შვედეთში დაფუძნებულ Foxtrot-ს, რომელიც ცნობილია, როგორც ტრანსნაციონალური კრიმინალური და ნარკოტიკებით მოვაჭრე ქსელი.