
ველოდებით, რომ ჩინურ ბანკებთან ჩვენი თანამშრომლობა გაძლიერდება – ნათია თურნავა
“ველოდებით, რომ ჩინურ ბანკებთან ჩვენი თანამშრომლობა გაძლიერდება”, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ისეთ რეგიონულ პროექტს, როგორიცაა “შუა დერეფანი”, ქვეყნებს შორის ფინანსების სფეროში თანამშრომლობა მოჰყვება. “მნიშვნელოვანია საქართველოს აქტუალობა, როგორც დამაკავშირებელი ხიდის ჩვენ შუა დერეფანში, რომელიც ბევრ ქვეყანას ერთი ნიშნით აერთიანებს, ეს არის რეგიონული ვაჭრობა, ეკონომიკური ურთიერთობა და