
მთავრობამ შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის წესები დაამტკიცა
მთავრობამ შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის წესები დაამტკიცა. კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 მარტის ბრძანება ადგენს წესებს, რომელიც 1 აპრილიდან ამოქმედდება. წესები შეეხება წყლის სატრანსპორტო საშუალებებს, მის მძღოლებს და იმ პირებს, რომლებიც ახორციელებენ საქმიანობას/ნაოსნობას შიდა სახმელეთო წყლებში. საუბარია ძრავის მქონე ან არათვითმავალ (მათ შორის, აფრიანი) წყლის ტრანსპორტზე, რომელიც გამოიყენება