
“სითი მოლის” მფლობელმა ვაკეში ქონება ₾36 მილიონად იყიდა – საინვესტიციო ვალდებულება $20 მილიონია
„სითი მოლის“ მფლობელმა კომპანიამ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე 9 200 კვადრატულ მეტზე მეტი მიწა და მასზე განთავსებული შენობები 35 778 188 ლარად იყიდა. როგორც BM.GE-მ გაარკვია, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ გამოცხადებულ პირობიან ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული შპს სითი დეველოფმენტია. სამეწარმეო ამონაწერის თანახმად, ამ უკანასკნელის 100%-იანი წილი „სითი მოლის“ მფლობელ კომპანია შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას