
აჭარისწყალი ჯორჯია – გარემოს დაცვის დღე!
კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ გარემოს დაცვის დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს. წელს, ღონისძიების ფარგლებში შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების სკოლის მოსწავლეებისთვის გამოცხადდა კონკურსი ნარჩენების მეორად გამოყენებასთან დაკავშირებით. მოსწავლეების მიეცათ დავალება შეექმნათ ნივთები ან მაკეტი ნარჩენი მასალისგან. ,,კონკურსმა სკოლებში დიდი დაინტერესება გამოიწვია, შემოვიდა ათეულობით განაცხადი და შეირჩა სამი საუკეთესო პროექტი, რომლებიც გამოირჩეოდა კრეატიულობით და გამოყენებული ნარჩენების მრავალფეროვნებით.’’ – აცხადებენ კომპანიაში.