
ქართული ღვინისთვის უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი ტრადიციულად რუსეთია. გასულ 2024 წელს, ჯამურად ამ ქვეყანაში 182,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 66,715,032 ლიტრის ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც მთლიან ექსპორტში დაახლოებით 67%-ია. მეორე ადგილზე იყო პოლონეთი – 16,9 მლნ აშშ დოლარით, მესამეზე უკრაინა – 12,4 მლნ აშშ დოლარით, მეოთხეზე ყაზახეთი – 10,6 მლნ აშშ დოლარით, მეხუთეზე კი ჩინეთი –