
კატარის ნაჩუქარი თვითმფრინავის გადაკეთება მილიარდები დაჯდება და რისკებიც ვერ აღმოიფხვრება – შ
სენატში დემოკრატების ლიდერი ჩაკ შუმერი გეგმავს კანონპროექტი შეიტანოს, რომლითაც ამერიკის პრეზიდენტს უცხო ქვეყნის თვითმფრინავის გამოყენებას აუკრძალავს. ამით შუმერი აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს არ მისცემს საშუალებას კატარში ნაჩუქარი 400 მლნ დოლარის ღირებულების თვითმფრინავი გამოიყენოს. „კატარის თვითმფრინავის განახლება მილიარდები დაჯდება და ვერასდროს შეძლებს კატასტროფული რისკების სრულად აღმოფხვრას“, – დაწერა შუმერმა X-ზე. გასულ კვირაში ტრამპი ახლო აღმოსავლეთში იმყოფებოდა.