
ლონდონში, ჩელსიში Entrée-ს ფილიალი ხვალ გაიხსნება – ბრენდი სტუმრებს ქართულ ღვინოსაც შესთავაზებს
რესტორნების ქართული ბრენდი Entrée ლონდონში, კონკრეტულად კი ჩელსიში ახალ ფილიალს ხვალ გახსნის. როგორც BM.GE-ის კომპანიაში განუცხადეს, Entrée ჩელსიში 40 სტუმარზე იქნება გათვლილი და 12 ახალ ადამიანს დაასაქმებს. მისი გახსნისთვის კომპანიამ £300 000-ის ინვესტიცია ჩადო. ” ლონდონში Entrée-ს ახალი ფილიალი ხვალ გაიხსნება. ახალი Entrée მისულ სტუმრებს ქართულ ღვინოსაც შესთავაზებს. ჩვენ ღვინის რამდენიმე მწარმოებელი შევარჩიეთ, რომლებიც ღვინოს