
ჩინეთი შეერთებულ შტატებს საპასუხო ტარიფებს დაუწესებს
ჩინეთი პირობას დებს, რომ საპასუხო ზომებით უპასუხებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ უნივერსალური ტარიფების დაწესებას. ტრამპის გადაწყვეტილებით, ყველაზე მაღალი 54%-იანი ტარიფი ჩინეთიდან ყველა ტიპის საქონლის იმპორტზე დაწესდა. აშშ-ის მხრიდან ეს ნაბიჯი ურთიერთობების გადახედვისთვის მზაობის გამოცხადებად და მსოფლიოს ორ უმსხვილეს ეკონომიკას შორის სავაჭრო ომის ესკალაციის წინაპირობად შეფასდა. გავრცელებულ განცხადებაში ჩინეთის ვაჭრობის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა საპასუხო