აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკებები ხვალ ლონდონში გაიმართება

აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკებები ხვალ ლონდონში გაიმართება

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკებები 9 ივნისს ლონდონში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს, დონალდ ტრამპის განცხადებაზე დაყრდნობით. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ლონდონში დაგეგმილ მოლაპარაკებებში აშშ-ის დელეგაციას სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი, ვაჭრობის მდივანი ჰოვარდ ლუტნიკი და სავაჭრო წარმომადგენელი ჯემისონ გრირი წარმოადგენენ. „შეხვედრამ ძალიან კარგად უნდა ჩაიაროს“, – განაცხადა ტრამპმა.

Read More