
ჩინეთმა ფილიპინების მახლობლად სადავო კუნძული დაიკავა – Financial Times
“გასულ თვეს ჩინეთმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ფილიპინების ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზიდან რამდენიმე კილომეტრში, სადავო რიფი დაიკავა და ორ ქვეყანას შორის დაპირისპირების რისკი გაზარდა”, – ამის შესახებ Financial Times წერს. სახელმწიფო მაუწყებელ CCTV-ის სამხედრო არხზე გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთის სანაპირო დაცვამ სენდი-ქეიზე “საზღვაო კონტროლი განახორციელა და სუვერენული იურისდიქცია დაამყარა”. მათივე ცნობით, საზღვაო ოფიცრებმა ადგილზე ჩინური დროშა