
4 თვეში ჩინეთში 1.12 მლნ ლიტრი ღვინო გავიდა – ექსპორტი გაზრდილია
მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 1.12 მლნ ლიტრი ქართული ღვინო, რაც 78%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს თანახმად, ჩინეთში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა. კერძოდ, ღვინის მწარმოებელი სამი საოჯახო მარანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში გამართულ გამოფენაში – RAW Wine Shanghai მონაწილეობდა. სააგენტოში აღნიშნავენ, რომ