ტარიფების გამო, Temu-სა და Shein-ზე პროდუქტი გაძვირდება – BBC

ტარიფების გამო, Temu-სა და Shein-ზე პროდუქტი გაძვირდება – BBC

“ჩინური ელ. კომერციის გიგანტები, Shein და Temu ამერიკელ მომხმარებელს აფრთხილებენ, რომ, ტრამპის მიერ ჩინეთიდან იმპორტზე მკაცრი ტარიფების დაწესების გამო, მომდევნო კვირიდან მათი პროდუქცია გაძვირდება”, – წერს BBC. თითქმის იდენტურ განცხადებებში კონკურენტი კომპანიები აღნიშნავენ, რომ “ბოლო დროს გლობალურ სავაჭრო წესებსა და ტარიფებში განხორციელებული ცვლილებების გამო” მათი საოპერაციო ხარჯები გაიზარდა და 25 აპრილიდან განახლებული ფასების ჩაშვება უწევთ.

Read More