
მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია ჩხრეკასთან დაკავშირებით – NGO
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები პროკურატურის მიერ ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მათი შეფასებით, საგამოძიებო უწყების ქმედება შიშის დამკვიდრებასა და დამოუკიდებელ სამოქალაქო საქმიანობის შეზღუდვაზე მიმართული კიდევ ერთი მცდელობაა. „ეს ორგანიზაციები არსებით როლს ასრულებენ იმ სფეროებში, სადაც სახელმწიფო მხარდაჭერა არასაკმარისია და უზრუნველყოფენ საკვებს, თავშესაფარს, სამედიცინო დახმარებას, განათლებასა და ფსიქოსოციალურ სერვისებს მათთვის, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია. სახელმწიფო ძალაუფლების