
„ოცნება“ „ცილისწამების“ შესახებ კანონში ცვლილებებს დაჩქარებული წესით იღებს – რა წერია პროექტშ
“ოცნების” პარლამენტი მიმდინარე კვირაში გეგმავს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილებების მიღებას დაჩქარებული წესით. კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, იგეგმება არა მხოლოდ მოქმედი მუხლების გაუქმება, არამედ სიტყვის თავისუფლების რეგულაციის ახალი წესების დაწესებაც. მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე გადადის კანონპროექტის მთავარი სიახლე ის არის, რომ ცილისწამების თაობაზე დავების განხილვისას