
განათლების სამინისტრომ რეორგანიზაციის ფარგლებში ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო გააუქმა. ამის შესახებ ფსიქოლოგი, ადრეული განათლების და ინკლუზიური განათლების სპეციალისტი ცირა ბარქაია სოციალურ ქსელში წერს. მისი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ერთ სამმართველოს კი არა, ხედვას, ღირებულებებს და მომავალზე ზრუნვას აუქმებს. “გუშინ გვიან ღამე ოფიციალურად შევიტყვეთ, რომ განათლების სამინისტროში გაუქმდა ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო. ეს ე.წ. რეორგანიზაციის ნაწილია —