
“ოცნებამ” ციფრული მმართველობის სტრატეგია დაამტკიცა – “მთავრობა იწყებს პარტნიორობის ახალ ეტაპს კ
“ოცნების“ მთავრობამ „საქართველოს ციფრული მმართველობის 2025 – 2030 წლების სტრატეგია“ და აღნიშნული სტრატეგიის 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. 3 აპრილის ბრძანებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს. სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ სტრატეგია სრულ თანხვედრაშია ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტების – 2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამა „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ და “საქართველოს განვითარების სტრატეგია − ხედვა 2030” – მიზნებთან და ამოცანებთან.