
ცოტნე დადიანის ქუჩაზე ავარიული კორპუსის იატაკის შემდეგ, არსებობს ფასადის ჩამონგრევის საფრთხე
ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩა N2-თან მდებარე ავარიული კორპუსის იატაკის ჩამონგრევის შემდეგ, არსებობს შენობის ფასადის ჩამოშლის საფრთხე, რის გამოც, მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება კვლავ შეზღუდული რჩება. თბილისის მერიის ინფორმაციით, სპეციალისტებისგან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე, მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შესაძლო ვიბრაციების გამოწვევის გამო, მისამართზე აიკრძალა, როგორც მძიმე ტექნიკის, ისე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება. მომხდარის გამო დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რამდენიმე მიმართულებით