
დედოფლისწყაროს ერთ-ერთ ფერმაში ძაღლს ცოფი დაუდასტურდა – ინფიცირების წყარო მგელი იყო
20 მაისს დედოფლისწყაროს ზამთრის საძოვარზე არსებულ ერთ-ერთ ფერმაში ლაბორატორიულად დადასტურდა ცოფის შემთხვევა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინფიცირებული [ცოფიანი] ძაღლი იყო, წყაროდ გარეული მგელი გამოვლინდა. სააგენტოს განცხადებით, შემთხვევის ადგილზე უკვე მიმდინარეობს საკარანტინო ღონისძიებები, რაც გულისხმობს დაავადების კერაში ცხოველების სავალდებულო ვაქცინაციას, გადაადგილების შეზღუდვას, დეზინფექციასა და ვეტერინარულ ზედამხედველობას. ინფორმაციას ინციდენტის შესახებ მიღებული აქვს ჯანმრთელობის დაცვის შესაბამის უწყებებსაც. ცოფი