
საქართველოში ცხოვრების ხარისხი ყველაზე მაღალი თბილისშია. ამის შესახებ მუნიციპალური ცხოვრების ხარისხის ინდექსის შედეგებშია აღნიშნული, რომელიც ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ახალი ინდექსია. მუნიციპალური ცხოვრების ხარისხის ინდექსი ზომავს და ადარებს ცხოვრების ხარისხსა და დონეს მუნიციპალიტეტებს შორის. ის ცხოვრების ხარისხს შემდეგი ინდიკატორების მიხედვით ზომავს: (1) ეკონომიკა, (2) დაკავშირებულობა, ინფრასტრუქტურა და სერვისები, (3) დემოგრაფია და სოციალური ხელმისაწვდომობა, (4) ადგილობრივი დემოკრატია