
პოლონეთი, რუმინეთი, სომხეთი… – “წალამი” ექსპორტისთვის ემზადება
შესაწვავად საჭირო ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მწარმოებელი კომპანია “წალამი” ექსპორტის მიმართულებით განვითარებაზე მუშაობს. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის თანადამფუძნებელმა, ნატა ეჟიშვილმა ისაუბრა. „წალამი“ 2012 წელს დაფუძნდა. კომპანია ქართულ ვაზის ნასხლავისგან ეკოლოგიურ პროდუქტს ამზადებს, რომლითაც ხორცისა და ბოსტნეულის შეწვა შეიძლება. ადგილობრივი ბაზრის ათვისების შემდეგ, კომპანიაში ექსპორტის მიმართულებით განვითარებაზე დაიწყეს ფიქრი და აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები საექსპორტო ბაზრებთან უკვე მიმდინარეობს.