
“ფესტივალი რეაგირებს ყველა მოვლენაზე, რაც ხდება” – როგორი იქნება Open Air-ის სპეციალური გამოშვება?
„მწვანე ოთახი და გიული ჩოხელი“, მერაბ სეფაშვილი და ჯგუფი „არა“, „თამადა“ და გიორგი უშიკიშვილი – ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ კოლაბორაციების, რომელიც მსმენელს 24-25 მაისს, „Lisi Wonderland“-ის ტერიტორიაზე, Tbilisi Open Air-ის სპეციალურ გამოშვებაზე დახვდება. Tbilisi Open Air-ის წლევანდელი გამოშვება იმით არის გამორჩეული, რომ ე.წ. ლაინაფი სრულად ქართველი არტისტებით დაკომპლექტდა. „წლევანდელი Open Air-ი საინტერესო იქნება. ჩვენ