
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შექმნილი „წინააღმდეგობის პლატფორმა“ დაყადაღებული ფონდის ხელმძღვანელების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „წინააღმდეგობის პლატფორმის“ შეფასებით, ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, თუ როგორ აწუხებ „ქართულ ოცნებას“ საქართველოს მოქალაქეების პროტესტი და რომ „ქართული ოცნების“ მოქმედების ერთადერთი მოდუსი რეპრესიებია. „დღეს რეჟიმის სამართალდამცველები პროპაგანდისტული ამოცანებისთვის ხუთი სხვადასხვა მოქალაქის სახლში შევარდნენ, რომელთა ნაწილიც იმ სამოქალაქო