
24 ივნისს სანგუ თბილისის პირველ კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს
24 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან პარტნიორობით, თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება. “კიბერუსაფრთხოება დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა — როგორც გლობალურად, ისე საქართველოშიც. ციფრულ სამყაროზე მზარდი დამოკიდებულების ფონზე, კიბერუსაფრთხოება აღარ არის მხოლოდ ტექნიკური დარგი — ის უკვე ეროვნული და ორგანიზაციული უსაფრთხოების ქვაკუთხედია. სწორედ ამიტომ, სანგუ წლებია აქტიურად მუშაობს